\

ურეკი

21.02.2018

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა- ზღვის, სუბტროპიკული, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C). ნალექები 2080 მმ წელიწადში. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.

 

 

ურეკი მდებარეობს დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ-ზე.  „ხავერდოვანი“ ქვიშის გამო კურორტით ძირითადად პატარების მშობლები სარგებლობენ, რადგან ბავშვებისათვის ეს ადგილი განსაკუთრებით დადებით ეფექტს ახდენს, თუმცა ურეკში დასვენება სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.

 

 

ურეკი კარგი არჩევანია თქვენთვის იმ შემთხვევაში, თუკი გიყვართ ზღვა, თბილი მზე და ქვიშა. აქ ვერ შეგპირდებით ხმაურიან ღამის ცხოვრებას და კლუბურ გართობას, თუმცა მშვიდი და დამაწყნარებელი დასვენების გარანტიას კი ნამდვილად გაძლევთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.