\

ეროვნული ბიბლიოთეკა

22.02.2018

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროსთან ერთად განაგებს ეროვნულ ბიბლიოგრაფიას, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, ბიბლიოთეკების მეთოდურ საქმიანობას და წარმოადგენს საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე კულტურის ცენტრს. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტს ექვემდებარება.

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ქართული საზოგადოების მხარდაჭერას ამ საქმეში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1848 წელს ახლად დაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი. 1937 წელი უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო დაწესებულების ისტორიაში. ამ წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და აქცია იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად.

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I, II, III, IV კორპუსები მდებარეობს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩებზე, VI კორპუსი კი ცინცაძის ქუჩაზეა. რაც შეეხება V კორპუსს, 2014 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა შენობა ქუთაისში ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდისთვის დამატებითი საცავის მოსაწყობად და სწორედ ეს შენობა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.