\

ბორჯომი

23.02.2018

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში კი ყოფილა ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანა ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. ოფიციალურ წყაროებში სახელი ბორჯომი XIX საუკუნეში იხსენიება. 

 

 

ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი საექსპორტო პროდუქტია.  ბორჯომის წყალი პირველად 1825 წელს აღმოაჩინეს შემთხვევით, რომელმაც მალე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი.  ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. ბორჯომმა კი ქალაქის სტატუსი 1918 წელს მიიღო. ბორჯომში ყოფნისას გირჩევთ, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკსაც ეწვიოთ. ბორჯომის ტურისტულ სააგენტოში მისვლის შემთხვევაში, აუცილებლად დაგაკვალიანებენ და ზუსტ ინფორმაციას მოგცემენ თქვენთვის შესაფერისი ტურის დასაგეგმად.

 

 

საღამოს შეგიძლიათ ბორჯომის პარკში გაისეირნოთ, რომელიც საკმაოდ ვრცელ და ლამაზ ტერიტორიას მოიცავს.

 

ბორჯომი არც თუ ისე დიდი, მაგრამ  ლამაზი, მყუდრო და მწვანე ქალაქია.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.