\

მშრალი ხიდი

26.02.2018

 

 

რუსთაველის ქუჩიდან ოდნავ მოშორებით მშრალი ხიდია, თავისი სახელგანთქმული ძველმანების ბაზრობით, სადაც, შეიძლება ითქვას, მოგონებებს ყიდიან: აქ თქვენ ძველი საბჭოთა სიმბოლიკით დაწყებული, ხელნაკეთი სამკაულებითა და ტრადიციული, ტურისტებისთვის მიმზიდველი ნივთებით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება აღმოაჩინოთ. მშრალ ხიდზე ყოველთვის ხალმხრავლობაა, მის ირგვლივ მდებარე პარკები, მხატვრების სახელოსნოები და გამოფენილი ნაკეთობები კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს იქაურობას.

 

 

ხიდი 1849-51 წლებში აიგო. ხიდის ქვეშ მე-20 საუკუნის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა. მშრალ ხიდზე ძველი ნივთებით ვაჭრობა ხალხმა 90–იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. მაშინ ადამიანებს გასაყიდად გაჰქონდათ ყველაფერი ძვირფასი თუ უბრალო ნივთები, რათა მძიმე წლებში თავი რამენაირად გადაერჩინათ. დღეს იქაურობა უფრო დიდ და მყუდრო სხვენს მოგაგონებთ, სადაც ძველ და ერთი შეხედვით, გამოუსადეგარ ნივთებს შორის აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ყოველთვის ეძებდით.

 

 

მშრალ ხიდზე მუდმივად ხალხმრავლობაა. აქ შეხვდებით როგორც ადგილობრივებს, რომლებიც ანტიკვარიატითა და ძველი, ტრადიციული ნივთებით არიან დაინტერესებულნი, ასევე ტურისტებს, რომელთაც ქალაქიდან რაიმე სამახსოვროს წაღება სურთ. სუვენირის საყიდლად უკეთესი ადგილის პოვნა თბილისში ძალიან გაგიჭირდებათ.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.