\

მარტვილი

06.03.2018

 

 

მარტვილი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. იქ არსებული მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით და სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით. აქვეა აბაშას მდინარე, რომლის სათავესთან, სოფელ ბალდაში არის მოთენას მღვიმე. ადგილობრივთა გადმოცემით, შუა საუკუნეებში მღვიმეს სამხედრო-თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ.

 

 

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. ეს ადგილი უძველესი დროიდან განათლების და კულტურის ცენტრია. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო  თუ საერო  ნაწარმოებები. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

 

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნით არის შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი  ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. მარტვილში ამ ცოტა ხნის წინ დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინეს. დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენამ ამ ლამაზი კუთხის ნახვის სურვილი ბევრ ადამიანს აღუძრა. რომ არაფერი ვთქვათ მარტვილის უძველეს ტაძარზე, ბუნების შექმნილ საოცრებებს – მღვიმეებს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს, ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.