\

ფასანაური

13.03.2018

 

ფასანაური მდებარეობს მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე (ზღვის დონიდან 1050მ, დუშეთიდან 47 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. ფასანაური ტურიზმის ერთ-ერთი კერაა. მიმდებარე რაიონში არქიტექტურისა და კულტურული მნიშვნელობის უამრავი ძეგლია. ეს ადგილი მთიულეთის ცენტრად არის მიჩნეული, რომლის შემადგენლობაშიც 15 სოფელი შედის.

 

 

ფასანაური საკურორტო ზონაა, რომელიც გასაოცარი ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით, მრავალი ისტორიული ადგილით და საინტერესო ლეგენდებით არის ცნობილი. აქ ზომიერად ნოტიო ჰავაა - ზომიერი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. დაბის დაარსებას და განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს სამხედრო გზის გაყვანამ და აქ, გეოგრაფიულად და სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილას, სამხედრო საგუშაგოს შექმნამ. საგუშაგოზე გამვლელ-გამომვლელს ბაჟს, როგორც ხალხში იტყვიან, ფასს ახდევინებდნენ და ტოპონიმ "ფასანაურის" წარმოქმნასაც ამას უკავშირებენ.

 

 

ფასანაური პოპულარული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის განაპირას, არაგვის ხეობაში, მიწის ზედაპირზე ამოდის რამდენიმე მინერალური წყარო, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. შუა მთის კლიმატი კი სხეულის ზოგად გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ადგილობრივთა რწმენით, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა თეთრი არაგვის წყალიც - ის დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე. საბჭოთა პერიოდში ფასანაურში რამდენიმე დასასვენებელი სახლი ფუნქციონირებდა. დღეს მათგან მხოლოდ სასტუმრო არაგვი შემორჩა. დამსვენებლების უმეტესობა საოჯახო სასტუმროებში ჩერდება.

თუ დასვენება გსურთ, აუცილებლად დაფიქრდით ფასანაურზე. ეს ადგილი არაჩვეულებრივია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ბუნება უყვარს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.