\

ფშავი

13.03.2018

 

 ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში, მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია. ფშავს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, რომლითაც იგი გამოყოფილია ჩრდილოეთიდან პირიქითა ხევსურეთისგან, ხოლო აღმოსავლეთიდან - თუშეთისგან.  ფშავს დასავლეთით ესაზღვრება პირაქეთა ხევსურეთი და გუდამაყარ-მთიულეთი, სამხრეთით კი - დუშეთის რაიონი (შიდა ქართლი).

 

 

ფშავის კლიმატი, ბართან შედარებით, მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლს. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა 5-დან 11 გრადუსამდე მერყეობს. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული თბილი და ცხელია, შემოდგომა კი - მზიანი. ისტორიის მანძილზე თითოეულ საზოგადოებრივ ფორმაციას ახლავს თავისი გარკვეული მატერიალური კულტურაც. ნივთიერი კულტურის ძველ ნაშთებს ფშავშიც ვხვდებით, რომელიც ძირითადად ციხეების და სადგომების სახით არის შემორჩენილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სათემო თუ საგვარეულო ციხე–კოშკები მთლიანად არ არის შემონახული. ისინი ერთეული ნანგრევების სახით არის შემორჩენილი ძირითადად უკანა ფშავის რეგიონში.

 

 

ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.

ფშავი ულამაზესი ადგილია, სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ხშირად იგეგმება ტურისტული მარშრუტები. ასე რომ თუ ამ ადგილის დათვალიერებას გადაწყვეტთ გიდის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.