\

ბაგრატის ტაძარი

13.03.2018

 

ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.  ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

 

2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული. სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.

 

 

 

ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის რესტავრაცია, რაც მასზე გუმბათის დადგმით დასრულებას გულისხმობდა. რესტავრაცია 2012 წელს  დასრულდა, რის შემდეგაც საზოგადოებაში არ წყდება პოლემიკა ამ წამოწყების ავ-კარგიანობაზე.

 

ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია. აღსანიშნავია ტაძრის მდიდარი მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით.

 

 

თუ ქართული ხუროთმოძღვრებით და ისტორიული ძეგლებით ხართ დაინტერესებული, აუცილებლად გირჩევდით ბაგრატის ტაძრის მონახულებას და დათვალიერებას.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.