\

ტობა ვარჩხილი

15.03.2018

 

 

კოლხური და წიწვოვანი ტყეები, მღვიმეები, უფსკრულები, ჩანჩქერები, მწვერვალები, ალპური მდელოები, მინერალური წყაროები და ულამაზესი, გამჭვირვალე ალპური ტბები – რომელსაც ტობავარჩხილს უწოდებენ, რაც მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლის ტბისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, ტობავარჩხილი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეკოტურისტებს შორის. ტურისტები ტობავარჩხილის ტბებს ჯადოსნურ ტბებს უწოდებენ.

 

 

ტობავარჩხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 35 მეტრია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — ივლისში. ტობავარჩხილი მთის გამჭირვალე ტბების საერთო სახელია ეგრისის ქედზე, სადაც აღნიშნული სახელწოდების 6 ტბა არის აღრიცხული.

 

 

აქვე იმასაც გაიგებთ, რომ ძველთაგანვე სამეგრელოში ტობავარჩხილს წმინდა ტბას უწოდებდნენ, რომელშიც ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო, რადგან „ვაშინერს“ (მეგრულად ტაბუს ნიშნავს). უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო. ლეგენდა ლეგენდად დარჩა და ახლა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ეს ადგილი.

 

 

მოხერხებული ფეხსაცმელი, კარგი ზურგჩანთა, კარავი,  საკვები, პატარა გაზქურა გასათბობად და ლაშქრობის გამოცდილება – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტს სჭირდება.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.