\

კოჯორი

16.03.2018

 

 

თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აღმართს მიუყვება მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც, გასცილდება თუ არა თბილისის საგარეუბნო სააგარაკო ადგილებს - ოქროყანას, შინდისს და ტაბახმელას, მთის კლიმატურ კურორტ კოჯორში ადის. ამ გზის სიგრძე თბილისის ცენტრიდან 16 კილომეტრია, საცალფეხო ბილიკით კი მთაწმინდიდან კოჯრამდე მანძილი 7 კილომეტრამდე მცირდება.

 

 

ახლანდელ კოჯორს ძველად აგარანი ერქვა, მის მიდამოებში აღმართულ ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომს კი - აგარათა ციხე, რომელსაც დღეს კოჯრის ციხე ეწოდება. ტოპონიმი „კოჯორი“ მოგვიანებით გაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილი მას სიტყვა ქოჩორს  უკავშირებს, რადგან მაშინდელი კოჯრის პლატო დაფარული იყო ტყეებით და ქოჩორს წააგავდა. არსებობს სხვა ბევრი ვერსიაც,თუმცა არცერთი მათგანის სიმართლე წყაროებით არ დასტურდება. კოჯორში გაბატონებული მთის კლიმატი ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის აღდგენას და დაავადების მიმართ წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს გავლენა მცირე ასაკის ბავშვებზე.

 

 

ძველად, როდესაც თბილისის მიდამოები ჯერ კიდევ მდიდარი იყო მწვანე ნარგავებით, ტყეებითა და ბაღებით და ქალაქშიც ზაფხულობით უფრო გრილოდა, მხოლოდ თბილისელთა შეძლებული ნაწილი გადიოდა საგარეუბნო სააგარაკო ადგილებში. მაშინ ასეთ ადგილებად მიიჩნეოდა დღეს უკვე ქალაქის საზღვრებში მოქცეული ორთაჭალა, კრწანისის ბაღები, გლდანი, ტაბახმელა, დიღმის ბაღები, წყნეთი და კოჯორი. მათ შორის განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა ქართველ მეფეთა საზაფხულო აგარაკად ცნობილ კოჯორს, სადაც XIX საუკუნეში ზაფხულობით თვით კავკასიის მეფისნაცვალი ისვენებდა სხვა მაღალი წოდების პირებთან ერთად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.