\

გომისმთა

16.03.2018

 

ლეგენდის თანამხად, პირველად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც განიკურნა გომისმთაზე. გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად.

დღეს გომისმთა მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 33 კმ-ზე. ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში იმართება დღესასწაული „გომისმთობა“, რომლის დროსაც ეწყობა შეჯიბრებები მინი ფეხბურთსა და დოღში, ჭიდაობაში, ბაგირის გადაძალვასა და ფრენბურთში. აქ რელიეფი მთაგორიანია, კლიმატი კი საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული კი ზომიერად გრილი.

 

 

მთის კურორტი შედის გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში და მისი მწერვალის სიმაღლე 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. მთისათვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია როგორც საზაფხულო აგარაკი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა საოცარ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია. გომისმთა როგორც ტერიტორიული ერთეული შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 12-15 კმ-ით.

 

 

დღეს გომისმთა წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაკტიკის და რეაბილიტაციის მიზნი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში დააკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.