\

ყინწვისის მონასტერი

19.03.2018

 

ყინწვისის მონასტრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ბრწყინვალე ეპოქას „ოქროს ხანად“ წოდებულ თამარ მეფის მეფობას უკავშირდება.ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში სოფელ ყინწვისიდან 3 კმ-ში, მდ. ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. სამონასტრო კომპლექსი შედგება: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების, გალავნის ნაშთისა და მასში ჩაშენებული ორსართულიანი კოშკი-სამრეკლოსგან. ყინწვისის ტაძრის კედლებზე შემონახულია შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც სტილისტურად უახლოვდება ბეთანიისა და ტიმოთესუბნის მხატვრობას.

 

 

იგი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. უნიკალურია ყინწვისის მხატვრობა, შესრულებული XIII საუკუნის დასაწყისში მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით, მათ შორის არის ქტიტორთა ფრესკები და რელიგიური სცენები. წმ. ნიკოლოზის ტაძარი ამავე ეპოქის სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით აგურით არის ნაგები და ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ტაძრის შიდა სივრცე მთლიანად შემკულია კედლის მხატვრობით. ბრწყინვალე, ლაჟვარდის ფონზე შესრულებული მხატვრობა შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთი შესანიშნავი და გამორჩეული ნიმუშია.

 

 

ტაძარს სამი შესასველი აქვს: ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.