\

სამტრედია

19.03.2018

 

 

სამტრედია იმ ვრცელი ადგილების სახელწოდება იყო, რომლებიც იმერეთის მეფეებს თუ თავადაზნაურებს გარეულ მტრედებზე სანადიროდ ჰქონდათ შერჩეული. მოგვიანებით, როცა „სამტრედე“ მიწაზე სამოსახლოები გაჩნდა და ქალაქს საფუძველი ჩაეყარა, დასახლებულ პუნქტსაც ადგილის სახელი „სამტრედე“ ეწოდა და დროთა განმავლობაში „სამტრედიად“ იქცა.

დაბა სამტრედია წარმოიქმნა 1870 წელს რკინიგზის გაყვანის შედეგად და იმის გამო, რომ იგი ბათუმისა და ფოთის ხაზების საკვანძო პუნქტში მოხვდა, ამიერკავკასიაში პირველი რიგის რკინიგზის სადგურად იქცა. თავისი ტერიტორიული მდებარეობის წყალობით ახლადწარმოქმნილი სამტრედია სწრაფად ვითარდებოდა და ქუთაისის გუბერნიის სავაჭრო ცენტრი გახდა.

 

 

ქალაქი სამტრედია ქუთაისიდან დასავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ის დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო ცენტრი და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. ქვეყნის აღმოსავლეთიდან წამოსული ტრანსპორტის ნაკადი აქ იყოფა და ფოთისკენ, ზუგდიდისკენ, ბათუმისკენ ან სოხუმისკენ მიემართება. ქალაქის წარმოშობაც საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანას უკავშირდება.

 

 

სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მეტრის სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა. 1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. დღეს კურორტი მცირე დატვირთვით, მაგრამ მაინც აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.