\

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

19.03.2018

 

მდინარე რიონის ხეობაში, ქუთაისიდან დასავლეთით, 20 კილომეტრში, მდებარეობს ქვემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი დიდი ჯიხაიში. ამ სოფლის შუაგულში, ასწლოვანი ხეებით დამშვენებულ ეზო-პარკში დგას დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტის, დიდი იურისტის, ეკონომისტის, ფინანსისტისა და მრავალმხრივი საზოგადო, პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბრწყინვალე წარმომადგენლის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. იგი დაარსდა 1947 წლის 29 ივნისს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ნიკოლაძის სახლშივე.

 

 

 

1951 წლის 1 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი, ნიკოლაძისეული სახლის ორ ოთახში. მუზეუმის გახსნის პირველ ხანებში, მუზეუმის ფონდში ერთადერთი მემორიალური ნივთი არსებობდა-ნიკოს მიერ პარიზიდან ჩამოტანილი თუჯის ღუმელი. ტექნიკუმის სასწავლო მეურნეობაში და სოფლის მოსახლეობაში მუზეუმის მაშინდელმა მესვეურებმა აღმოაჩინეს ნიკოსეული მრავალი საოჯახო და სამეურნეო ნივთი, რომელთაგან უმეტესობა ნიკოს ჩამოტანილი იყო საზღვარგარეთიდან. მემორიალური ნივთები მუზეუმს გადმოსცეს ნიკო ნიკოლაძის ოჯახის წევრებმაც. დღეს მუზეუმის ფონდი მოიცავს 1340-ზე მეტ ძირითად ექსპონატს.

 

 

მუზეუმს აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი და ბიბლიოთეკა. წლების მანძილზე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა მუზეუმის ექსპოზიცია, გამდიდრდა ფონდები. მუზეუმი ეწეოდა და ეწევა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, შეგროვებით, საექსპოზიციო და სხვა სახის სამუშაოებს.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.