\

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

07.11.2019

 

 

ჯავახეთის  დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა. მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. იგი მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 16614 ჰა-ს შეადგენს.

 

 

ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3,300 მ-ია. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

 

 

სამსარის ქედის  ზონაში აღრიცხულია მცენარეთა 62 სახეობა, მათ შორის 3 ლოკალური და 14-კავკასიის ენდემი, დანარჩენი სახეობები სამხრეთ კავკასიონსა და მცირე აზიაში ფართოდაა გავრცელებული. ჭაობებიან ეკოსისტემებში მრავლად არის ენდემური ჯიშები წარმოდგენილი: მცენარეების 15 სახეობაა, აქედან კავკასიის 12, საქართველოსი კი 3 ენდემია.

ჯავახეთი განსხვავებული სილამაზით გამოირჩევა. აქ მცენარეულობის ნაირფეროვნებით გამორჩეული საძოვრები, ვულკანური წარმოშობის ნაშალი მთები და განუმეორებელი სილამაზის ტბებია წარმოდგენილი.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ულამაზესი და გამორჩეული ბუნებით ხასიათდება, რისი ნახვაც ყველგან არ არის შესაძლებელი.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.