\

საგურამო

20.03.2018

 

საგურამო აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელს წარმოადგენს, რომელიც თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ეს ადგილი ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც თბილისში ცხოვრობს და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა სურს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი სასტუმროების სიუხვით არ გამოირჩევა, ღამის გასათენებელი ადგილის პოვნა არც ისე რთული გახლავთ, რადგან ადგილობრივები ხშირად აქირავენებ მთლიან სახლს, თუ იზოლირებულ ოთახს.

საგურამოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილი ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის- ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია, სადაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი მწერლის სამუშაო ოთახი, მაგიდა, საკანცელარიო ნივთები და კარ-მიდამო.

 

 

ამ ადგილის დათვალიერება არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძისადმი ინტერესის გამო ღირს, არამედ აქაურობის სილამაზის ნახვადაც. ბაღი, რომელიც სახლს არტყავს გარშემო ზაფხულობით ძალიან ლამაზი და სასიამოვნო სანახავია. აქ ხშირად ეწყობა ექსკურსიები და შესაბამისად, მუზეუმს ბევრი დამთავლიერებელი ჰყავს.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ გურამიშვილის მარანი.

 

 

საგურამო ის ადგილია, სადაც ქალაქის მტვრით და ცხოვრების რითმით დაღლილებს შეგიძლიათ რამდენიმე დღით მშვიდად დაისვენოთ, ისე, რომ ტრანსპორტზე დიდი დრო არ დაკარგოთ.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.