\

წინანდალი

06.11.2019

 

წინანდალი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელია, რომელიც გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას მდებარეობს, თელავიდან 10 კილომეტრში.

ეს სოფელი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა, სწორედ ამიტომ დღეს წინანდალი სამუზეუმო კომპლექსად არის ქცეული.

 

 

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.

 

წინანდალი XIX საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო საქართველოში. ეს სტატუსი ქართული რომანტიზმის ფუძემდებელთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან არის დაკავშირებული. წინანდალს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიების თუ მასტერკლასის მასპინძელია.

 

 

ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის 30–იან წლებში წინანდალში გამართა ღვინის საცავი, სადაც თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინის კოლექცია შეაგროვა. ამ საცავის ღირებულებას წარმოადგენს მასში არსებული კლიმატის და ტენიანობის იდეალური პირობები ღვინის დაძველების და შენახვისათვის.

 

წინანდალი ნამდვილად უნიკალური ადგილია თავისი მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით. სწორედ აქ შეგიძლიათ იმ ყველაფრის ნახვა, რაც საქართველოს ისტორიას ასე კარგად ინახავს. 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.