\

სამშვილდე და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი

18.04.2018

სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. სამშვილდე, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ციხე-ქალაქი, მოხსენიებულია ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით. ქართლის პირველი მეფის, ფარნავაზის დროიდან ის ქალაქი და საერისთავოს ცენტრია. ქვემო ქართლში მდებარეობს ასევე უძველესი ციხესიმაგრე კლდეკარი.

 

 

თრთიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე აღმართული კლდეკარის ციხესიმაგრე და ციხეზე მისასვლელი კლდეში გაჭრილი კარი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მემკვიდრეობაა. IX-საუკუნის 70-იან წლებში აგებული ციხე კლდეკარის საერისთავოს ცენტრს და კლდეკარის ერისთავთა – ბაღვაშთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ყოველივე ეს სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალში ერთიანდება.

 

 

აქ ნახავთ უძველეს მეგალითურ კომპლექსებს, ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების ველს, შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებს, ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე განთავსებულ სოფელ ავრანლოს, კანიონის კლდის გამოქვაბულებში ნაკვეთ ეკლესიებს და მრავალ სხვა საოცარ კულტურულ ძეგლს. ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი თრიალეთის ახალქალაქი, დღევანდელ დაშბაშია.

 

აქ ხრამის ქარაფოვან ნაპირზე მდგარი ეკლესია (X-XI სს. მიჯნა) თრიალეთის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეკლესიის ქვები შეიცავენ მდიდარ ეპიგრაფიკულ მასალას და ქვაზე ნაქანდაკების სრულიად უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს. ღრმა კანიონში მნახველი დატკბება ჩანჩქერებით და ტბებით.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.