\

შავი კლდეების ტბა

23.03.2018

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 2850 მეტრზე ასულებს შავი კლდეების ტბა დაგხვდებათ, რომელიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. ამის გამო შავი კლდეების ტბის მონახულება მხოლოდ ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისშია შესაძლებელი.

 

 

აქ მოხვედრა ზოგჯერ გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ, რადგან საფეხმავლო ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 500 მეტრზე (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) და ადის 3000 მეტრამდე. სიმაღლეთა სხვაობა არის 2500 მეტრი. საქართველოში მსგავსი სიმაღლეთა სხვაობა თითქმის არსად არ გვხვდება. შავი კლდეების ტბაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია ცხენებით, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლიათ იქირავოთ.

 

შავი კლდეების ტბის მარშრუტი სირთულესთან ერთად მრავალფეროვანი სანახაობითაც გამოირჩევა, აქ შეხვდებით ულამაზეს ხედებს და გზად გაივლით თითქმის ყველა ტიპის ზონას: ფართოფოთლოვანი ტყე, სუბალპური ზონა, ალპური ზონა, სუბნივალური ზონა, აქვე შეხვდებით უამრავ მცენარეს, ფრინველს და ცხოველს. თუ გაგიმართლათ შესაძლოა ტყეში შველი ან ირემიც გადაგეყაროთ.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.