\

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში. მისი ფართობი 107083 ჰექტარია.  ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის - PAN -ის პარკის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტიაა.

 


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი.
ქვეწარმავლებიდან, ეროვნულ პარკში, ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა ბინადრობს. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.
ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი, სვავი და კავკასიური როჭო.


დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული და ეროვნული პარკის დამთვალიერებელზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს. ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომლებიც სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის დიდ ინტერესს იწვევს.

 


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე- მარელისში, აწყურში, ლიკანსა და ქვაბისხევში დამთვალიერებლებს, პარკში კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებენ. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში შეხვდებით მრავალ დიდ და პატარა კომფორტული სასტუმროს.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.