\

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019

  თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღია. მას  დღეს, ოფიციალურად ეწოდება  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. ის არის ისტორიული ბაღი, რომელიც სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს.

 

 

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები, ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალური მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ასევე აქ ვიხილავთ მცენარეებს ჰიმალაის მთებიდან და ციმბირიდან.  შეხვდებით ისეთ უიშვიათეს მცენარეებს როგორიცაა- მოღვინისფრო პიონი „მაიკო“ და იბერიული ირისი. ისინი ბუნებაში აღარ გვხვდებიან.   ბოტანიკური ბაღის ფართობია 128000 ჰექტარი. ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას.

 

ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ხიდია. მათ შორის ერთ-ერთი არის თამარის ხიდი, რომელზეც, არქეოლოგთა ვარაუდით,  გადიოდა ძველი საქარავნო მარშრუტი.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.