\

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

19.11.2019

ბათუმის ბოტანიკური ბაღი განთავსებულია აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით. მას სანაპირო ზოლის დაახლოებით, 1 კილომეტრი სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან  220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსება დაკავშირებულია ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის - ანდრეი კრასნოვის სახელთან. 1912 წლის 3 ნოემბერს დაედო სათავე ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს. 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა.

 

2012 წელს ბაღის ასწლოვანი იუბილე აღინიშნა. აქ მრავალი სახეობის და ჯიშის მცენარეა თავმოყრილი. ბოტანიკური ბაღი გაგაოცებთ თავისი ულამაზესი ზღვის ხედებით და მასში არსებული მცენარეთა უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნებით. გარდა ამისა, იგი საუკეთესო ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 09:30- 18-00 საათამდე მუშაობს. მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც საკრედიტო ბარათით, ასევე ნაღდი ფულით. არის უფასო Wi-Fi,  გამოფენები, კაფე, საინფორმაციო დაფა, პარკინგი და საპირფარეშო. პერსონალი საუბრობს ქართულად, ინგლისურად, რუსულად, თურქულად და გერმანულად.

 

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.