\

გელათი

19.11.2019

გელათი ქუთაისის მახლობლად მდებარე სამონასტრო კომპლექსია. იგი შედგება: დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წ. აშენებული ღვთისმშობლის ეკლესიისაგან და მე-13 საუკუნით დათარიღებული წმ.გიორგის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიებისაგან. დიდი ხნის განმავლობაში გელათი წარმოადგენდა ერთ-ერთ საგანმანათლებლო და კულტრულ ცენტრს საქართველოში.გელათის მონასტერში შემონახულია დიდი რაოდენობით ფრესკები და ხელნაწერები, რომლებიც თარიღდება მე-12 - მე-17 საუკუნეებით. გელათში დაკრძალულია ქართველთა უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი.

 

 

ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ლეგენდა, რომელიც იუწყება, რომ მეფე დავითი თვითონ მონაწილეობდა გელათის მშენებლობაში. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტოს ამოუტანია. ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს. საინტერესოა ის, რომ  მემატიანეს აზრით, თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში. თამარის დროინდელი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ თამარი გელათის მონასტრის ახლოსაა დაკრძალული. 1994 წელს გელათის მონასტერი იუნესკომ მსოფიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.