\

თბილისი

14.11.2019

თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ის მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380-600 მ სიმაღლეზე. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი.  მდინარე მტკვარი თბილისს ორ ერთეულად- მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ  მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სანტრანზიტო ცენტრის პოზიცია უკავია, რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. 

 

თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. 1937 წლიდან კი საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება - თბილისი.

 

 

თბილისმა ეს სახელწოდება აქ არსებულმა თბილი, მინერალური წყლების გამო მიიღო. შემდგომში აქ გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია. აღსანიშნავია ისიც, რომ 1979 წლისათვის თბილისში უკვე იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი,თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი, გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ქართული მედიცინის ისტორიული მუზეუმი, ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი, სურათების სახელმწიფო გალერეა,ბავშვთა სურათების გალერეა, ი. ჭავწავაძის, ზ.ფალიაშვილის, ი.გამრეკელის, ა.ხორავას სახლს-მუზეუმები და სხვა. თბლისობა პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს განახლდა და მას შემდეგ  ყოველწლიურად აღინიშნება. ტრადიციულად ეს დღესასწაული ოქტომბრის ბოლოსწინა შაბათ-კვირას ტარდება და ორი დღე გრძელდება.  ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები,სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიება ტარდება ძველ თბლისში- დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში.

 

 

თბილისს კომპლექსური საზოგადოებრივი სატრანსპორტო ხაზი აქვს. მოქმედებს მეტროპოლიტენის ორი ხაზი და ავტობუსების ქსელი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. ქალაქს ემსახურება აეროპორტი და რკინიგზა.  ყველაზე სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ქალაქში არის თბილისის მეტროპოლიტენი. ამჟამად მეტროს სადგურები განლაგებულია ორ ხაზეე-  დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. თბილისის ტერიტორიაზე  საბაგირო გზა მოქმედებს, რომელიც ქალაქს ულამაზეს და საინტერესო ადგილებთან აკავშირებს. პირველია რიყის პარკიდან ნარიყალამდე და მეორე- ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

 

თბილისში არაერთი კეთილმოწყობილი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან მიიღონ ტურისტები და დამსვენებლები. ზოგიერთი მათგანის მომსახურებაში შედის ასევე, აეროპორტში დახვედრა, ვალუტის ადგილზე გადაცვლის სერვისი, გადახდა, როგორც ნაღდი ფულით ასევე, საკრედიტო ბარათით, მანქანის დაქირავება.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.