\

ანანურის ციხე

19.11.2019

ანანურის ციხე არის ფეოდალური ხანის (XVI- XVIII საუკინეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ის მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კილომეტრში. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართვეოს გვიანფეოდალური  ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამოდენიმეა.

 

 

ციხე შედგება ორი ძირითადი ნაწილის: ქვედა და ზედა ციხეებისაგან. ქვედა ციხე აგებულია  XVIII  საუკუნეში, ხოლო ზედა ციხე  XVI-XVII  საუკუნეებში. ანანურის ციხე გადაჰყურებს ჟინვალის წყალსაცავს, რომელიც მას ულამაზეს ხედს უქმნის.

 

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.