\

დადიანების სასახლე

14.11.2019

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში. მუზეუმში, სამეგრელოს მთავრის დავით  დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძური და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილი ქართული სიძველეებია, რომელიც სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი). ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად.  ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა.

 

დედოფლისეული სასახლე XIX ს-ის 60-იან წლებში გადაკეთებულია გერმანელი არქიტექტორის ედგარ რაისის მიერ, რომლის მიერაც დაშენებული იქნა II სართულის თაღები და ფართო ფლიგელები. სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმნელად 10000-მდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით, ხუთ მეტრიანი მოზაიკა. სამეგრელოს დედოფალს-ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად, ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია. ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემპერატურაზეა მოხარშული, რითაც მათ სხვადასხვა ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც, აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად.

 

 

ნიკოსეული სასახლე კი  XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია არის ორ სართულიანი რომელსაც ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.მთავრისეული ტაძარი დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენელობა 1825-1830 წლებში მიმდინარეობდა. ეს ტაძარი თურქების მიერ იქნა დაზიანებული, თუმცა შემდგომ ეკატერინე ჭავჭაავაძის მითითებით კვლავ აღადგინეს.

 

1842 წელს ლევან V-მ ტახტი დავითს გადასცა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. მან  მმართველობა მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს გადასცა, რომელმაც შექმა ამიერკავკასიაში საუკეთესო ბოტანიკური ბაღი. იქ, სადაც დღეს ნიკო დადიანის სასახლე დგას, მდგარა კაკლის უზარმაზარი ხე, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღემატებოდა.

 

დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი. მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონატები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.