\

ხევსურეთი

18.01.2018

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ყოფს: პირიქითა ხევსურეთი და პირაქეთა ხევსურეთი. ხევსურეთში არაერთ კულტურულ- არქიტექტურულ ძეგლს შეხვდებით. ოდესღაც ისინი საქართველოს საზღვრის დაცვასაც ემსახურებოდნენ. ეს ძეგლებია: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლაბაისკრის ციხე, გუდანის ჯვარი, ანატორის აკლდამები და ა. შ.

 

 

პირველი აღფრთოვანება, ჯერ კიდევ შატილისკენ მიმავალ გზაზე დაგეუფლებათ, როდესაც იხილავთ ხევსურეთის თვალუწვდენელ მთებს. თუმცა შატილთან შედარებით ეს შთაბეჭდილება არაფერია. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. ციხე-ქალაქი X-XI საუკუნეებშია აშენებული. ანატორის აკლდამები ნასოფლარ შატილიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. ისინი წარმართულ და ქრისტიანულ რწმენათა საოცარ შერწყმას წარმოადგენს.

 

ხევსურეთში სალაშქროდ მკვიდრი მოსახლეობსგან შეგიძლიათ ცხენები დაიქირაოთ. ხევსურეთში არ არის რესტორანი, მაგრამ თუ ტრადიციული კერძების გასინჯვა გსურთ, შეგიძლიათ, შატილში, კორშაში ან მაღაროსკარში ე.წ. სასადილო სახლებს ესტუმროთ.

 

 

გაითვალისწინეთ, რომ ხევსურული ტრადიციით, სალოცავთან ხმაური აკრძალულია. ქალებს წმინდა ადგილთან მიახლოვება ეკრძალებათ. ხევსურეთში, აბუდელაურის ფერადი ტბები გასაოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ისინი მყინვარული წარმოშობის ტბებია, რომლებიც სოფლების-როშკასა და ჯუთასთან ახლოს, ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს. ისინი საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით.  ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.

 

კომპლექსში სამი ტბა შედის: მწვანე, თეთრი და ლურჯი ტბები, რომლებიც არც თუ ისე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი. ტბებში არ ბინადრობენ თევზები.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.