\

ლომისის ეკლესია

19.11.2019

ლომისა უძველესი სალოცავია, სადაც აგებულია წმინდა გიორგის ეკლესია. დღეს იგი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლად ითვლება. იგი მდებარეობს მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე.  ის IX – X  საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობათა კომპლექსში შედის ეკლესია, სამრეკლო და აკლდამები. კონკრეტულად ლომისის სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით- 6-7 კილომეტრში, ქედზე.

 

ლომისის ეკლესიასთან უამრავი ლეგენდა არის დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს სალოცავის კარზე. ეს კარი მუხის ხისაგან არის დამზადებული და რკინა აქვს გაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ, მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ და მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ.  შემდგომ კარი დააპეს და ცეცხლიც დაანთეს. როგორც კი, ჭამეს და დანაყრდნენ მაშინვე, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალისჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამთო. შედეგად ჯარს თვალი აეხილა და სარდალმაც მადლობის ნიშნად ეს კარი შეაბა.

 

აქ ასევე ინახება დიდი, საყელურიანი  რკინის ჯაჭვი. თქმულების მიხედვით, ვინც რაიმეს ევედრება წმინდანს ან აღთქმას დებს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამჯერ შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი, ბარიდან მთაში, კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ლეგენდა გვაუწყებს, რომ წმინდა გიორგის, სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

 

 

ლომისობის დღესასწაული აღდგომიდან მე- 7 კვირას აღინიშნება. ლომისის ეკლესიას ამ დროს, უამრავი ადგილობრივი და ჩამოსული ადამიანი სტუმრობს.  თუმცა აღსანიშნავია, რომ დღესასწაულის გარეშეც უამრავი ადამიანი მიდის ეკლესიისა და მისი სიწმინდეების სანახავად და მოსალოცად.

მსგავსი ბლოგები

ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი

03.12.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში.

ნარიყალა

15.11.2019
ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.

აბანოთუბანი

19.11.2019
გოგირდის აბანოები -  თბილისის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი მათთან დედამიწის ქვემოდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს უამრავ გოგირდწყალბადს.

ბოტანიკური ბაღი

15.11.2019
თბილისის ბოტანიკური ბაღი.

ალავერდის მონასტერი

16.01.2018
უძველესი მონასტერი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.