საჰაერო ბურთი - რიყის პარკი

0 კომენტარი

საჰაერო ბურთის გონდოლით გასეირნებისას შეძლებთ დატკბეთ ქალაქის მშვენიერი, პანორამული ხედებით დღისა და ღამის განმავლობაში. ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება. დაუვიწყარი ემოციები გარანტირებულია.

 

ატრაქციონი ეკო-მეგობრულია და ფუნქციონირებს ხმაურის გარეშე. მის მთავარ ფუნქციურ საფრენ ნაწილს ჰელიუმის უზარმაზარი ბუშტი წარმოადგენს, ხოლო მეორე ნაწილი გონდოლაა, რომელიც 30 ადამიანს იტევს. ფრენის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო ბურთი არ მუშაობს ქარიან ამინდში. ბურთი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ქარის სიმძლავრის პროგნოზს.

 

Hot Air Balloon Animation

 

ფასი: 

 

  • ბავშვები 3-დან 14 წლამდე – 25.00 ლარი
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – 25.00 ლარი
  • პრომო აქცია საქართველოს რეზიდენტებისთვის –   50 GEL  35,00 ლარი
  • არარეზიდენტებისთვის – 50.00 ლარი

 

14 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მშობლების თანხლებით. საჰაერო ბურთით სარგებლობა არ არის  რეკომენდებული ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. აქედან გამომდინარე,  ვიტოვებთ უფლებას, არ დავუშვათ ორსულობის გვიან ეტაპზე მყოფი მომხმარებელი ატრაქციონზე. ატრაქციონით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელში, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია, თუმცა ჩვენ გირჩევთ ატრაქციონით სარგებლობისას ატაროთ ფეხსაცმელი ქუსლის გარეშე და თან იქონიოთ ქუდი.

 

  • შეძენილი ბილეთები შეცვალას ან/და დაბრუნებას არ ექვემდებარება;
  • შეღავათიანი ან დამატებითი პირობების კატეგორიის ბილეთის შეძენისას აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
  • დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ბილეთი კარგავს ძალას და შეუძლებელია მისი შეცვლა ან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ახალი ბილეთის შეძენა.
  • 14 წლამდე ბავშვებისათვის აუცილებელია მშობლების თანხლება ატრაქციონით სარგებლობისას.
  • შეძენილი ბილეთის მოქმედების ვადას ერთი თვე წარმოადგენს შეძენის დღიდან.

 

გთხოვთ, გაეცნოთ ატრაქციონის სამუშაო საათებს. წვიმიან და ქარიან ამინდში ატრაქციონი არ ფუნქციონირებს

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საჰაერო ბურთი - რიყის პარკი

0 კომენტარი
დან

₾ 0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა