პარაგლაიდინგი საგარეჯო

0 კომენტარი

Cloudbase Paragliding არის საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ გადამზადაბული და სერთიფიცირებული პილოტებისგან შემდგარი კლუბი. CloudBase Paragliding გთავაზობთ ტანდემ ფრენებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე.

 

 

  • საფრენი ლოკაცია – საგარეჯო
  • ფასი – 150 ლარი
  • ფრენის ხანგრძლივობა – 10-15 წუთი
  • სეზონურობა – მაისი-სექტემბერი

 

სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები:

 

პარაპლანით ფრენა არის ექსტრემალური სპორტი, ამიტომ დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორადშერჩეული ამინდის, გამართული აღჭურვილობის და პილოტის პროფესიონალიზმის დახმარებით ეს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ფრენისას სასურველია გეცვათ სპორტული ფეხსაცმელი, გრძელი შარვალი და მაისური, ზამთარში -რაც შეიძლება თბილად. ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საფრენ ლოკაციასა და ამინდზე

 

გახსოვდეთ, რომ პილოტსაც ურჩევნია ხანგრძლივი და საინტერესო ფრენა. პარაპლანით საფრენად მგზავრის მხრიდან რაიმე სახის გამოცდილება არ არის საჭირო, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ პილოტს, რომელიც გაფრენამდე მოკლე ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებთ

 

ფრენების გადაღება ხდება GoPro-ს კამერით, რომელიც ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გამოგეგზავნებათ მეილზე

 

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!

 

Cloudbase Paragliding ორიენტირებულია მომხმარებლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე. ჩვენი აღჭურვილობა შეესაბამება პარაგლაიდინგის თანამედროვე მოთხოვნებს. ყველა საფრენი აპარატი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით, რომელიც ყოველ 6 თვეში მოწმდება სერთიფიცირებული პარაშუტისტების მიერ. მგზავრს უშუალოდ ფრენის წინ უტარდება მოკლე ინსტრუქტაჟი აფრენის და დაჯდომის თავისებურებებთან დაკავშირებით

 

Cloudbase Paragliding-ის ყველა პილოტი სერთიფიცირებულია საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მიერ

 

მგზავრი ვალდებულია:

 

  • ჯანმრთელობის პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პილოტს.
  • იყოს ფხიზელ მდგომარეობაში.
  • ზედმიწევნით შეასრულოს პილოტის მითითებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პილოტი პასუხს არ აგებს შედეგზე.
  • არასრულწლოვანი მგზავრის შემთხვევაში შეთანხმებას ხელს აწერს მისი მშობელი ან მეურვე.

 

ფრენის დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 202427

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

პარაგლაიდინგი საგარეჯო

0 კომენტარი
დან

₾ 150.00 - ₾150.00

ბილეთის ყიდვა