ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი

ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი 2000 წელს დაარსდა ბინაში, სადაც იგი 1947 წლიდან გარდაცვალებამდე, 1992 წლის 6 აპრილამდე, ცხოვრობდა.

ვახტანგ ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებლად მიიჩნევა. საბალეტო კლასიკასთან, ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით, ვახტანგ ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას – „ოტელო“ ქართული ხელოვნების ტრიუმფად აღიარეს.

 

ჭაბუკიანის გამოსვლამ ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზში „კარნეგი-ჰოლი“, მისი სახელი ლეგენდად აქცია. იგი იყო მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი, ყველა პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოსა და სსრკ-ს სახალხო არტისტი.


ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცულია ბალერონის პირადი ნივთები (ავეჯი, როიალი და სხვ.), სასცენო კოსტუმები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. მათ შორის, ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგის - „კოსმოს-ზემლიას“ სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა.


ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.


 

ბილეთის ფასები:

 

 

  • სტანდარტული ბილეთი – 2 ლარი
  • სტუდენტური ბილეთი – 1 ლარი
  • მოსწავლის ბილეთი – 0.50 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამები

₾-დან

₾-დან

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა