მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

 

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არაერთ სფეროში სცადა თავისი ძალები. იგი იყო იშვიათი მონაცემების მქონე პიანისტი, მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი და პოეტი.

 

სახლის ეზოსთან არაერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. აქ 1924 წელს პირველი სახელმწიფო-საზოგადოებრივი დაწესებულება - „მთიელთა საბავშვო სახლი“ დაარსდა. მოგვიანებით კი, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა განთავსდა. ეზო თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, სადაც მუშაობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, პედაგოგები და სხვა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეზო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა და დღემდე „მერაბის ეზოდ“ მოიხსენებენ.

 

სახლ-მუზეუმს გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2003 წლამდე) ხელმძღვანელობდა მერაბ კოსტავას დედა – ოლღა დემურია-კოსტავა

 

მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა.

 

ბილეთის ფასები:

 

  • სტანდარტული ბილეთი – 2 ლარი
  • სტუდენტური ბილეთი – 1 ლარი
  • მოსწავლის ბილეთი – 0.50 ლარი

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი

0 კომენტარი
დან

₾0.50 - ₾2.00

ბილეთის ყიდვა