საგანმანათლებლო პროგრამა - ხელოვნების მახე

0 კომენტარი

ოდესმე თუ ყოფილხართ ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშის შექმნის თანამონაწილე, ან თუ გქონიათ სურვილი თავად შეგექმნათ?
იცით, რომ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრების შექმნის პროცესში აუცილებელიც კია მაყურებლის თანამონაწილეობა?!
„ეს, ხელოვნებაა?“ ჰკითხეს ცნობილ არტისტს, იოსებ ბოისას მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების შესახებ.

 

არტისტმა კი შეკითხვას ასე უპასუხა: „ხელოვნების განსაკუთრებული სახეობაა, შენც შეგიძლია ჩვენთან ერთად იაზროვნო, იფიქრო“ .

 


დასავლეთ კულტურის თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ხელოვნების ისტორია მეოცე საუკუნიდან იწყება, თუმცა ცნობილი ფილოსოფოსები დიოგენე და ანტისთენე ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ პერფორმანისის ფორმას. ასე რომ თანამედროვე ხელოვნების ისტორიას შორეული და ღრმა წარსული აქვს – საინტერესო ამბებითა და წარმოდგენებით, რომლებსაც მოგიყვებით ჩვენ.

 


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ხელოვნების მახე“.

 


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

 

ექსკურსიის შემდეგ მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • პერფორმანსის წარმოშობის ისტორიას;
  • თანამედროვე პერფორმანსის შედევრებს;
  • ჩაერთვებიან საინტერესო დისკუსიაში;
  • თავად გახდებიან პერფორმანსის ავტორები.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • თბილისი, კ.მარჯანიშვილის ქ. N4
  • ოთხშაბათი, 15:00 საათი
  • ღირებულება: 5 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ხელოვნების მახე

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა