საგანმანათლებლო პროგრამა - ო, მოდა, მოდა

0 კომენტარი


ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია…

 

  • გაინტერესებთ, რა არის დღეს მოდაში და რა იყო მოდაში, თუნდაც ორი საუკუნის წინ?
  • ან ის თუ გაინტერესებთ, ვინ შექმნა პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რატომ?
  • ემორჩილება კი ბალეტი მოდის კანონებს?
     

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მოისმენთ მრავალფეროვან პასუხებს – ყველაფერ იმას, რაც ტანსაცმელს, კოსტიუმებს, მოდასა და სტილს უკავშირდება.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „ო, მოდა, მოდა“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი ამბები და სიურპრიზები …

ექსკურსია ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში.
ექსკურსიის შემდეგ კი, მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით, ნახავენ და მოისმენენ:

 

  • ტანსაცმელის შექმნის ისტორიას;
  • ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორიას;
  • ჩაერთვებიან სახალისო ვიქტორინაში;
  • თავად შექმნიან თავიანთვის სასურველი ტანსაცმლისა და აქსესუარების მოდელებს.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  ხუთშაბათი, 15:00 საათი
  •  თბილისი: დ.აღმაშენებლის გამზირი 83/23
  •  ღირებულება: 5 ლარი

 

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ო, მოდა, მოდა

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა