საგანმანათლებლო პროგრამა - ლიტერატურული თამაში

0 კომენტარი

 

21-ე საუკუნეში დასვენების ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური საშუალება საინტერესო ფილმის ნახვა ან საყვარელი წიგნის კითხვაა, თუმცა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ტიპის სამაგიდო თამაშები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
განსაკუთრებით კი ისეთი ინტელექტუალური თამაშები, რომელთაც შეუძლიათ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი გააერთიანოს, ასწავლოს ახალი და ძველი გაახსენოს.
 

წარმოიდგინეთ, თქვენ, როგორც ილია ჭავჭავაძე, ეტლით შორეული მგზავრობისთვის ემზადებით და თანამგზავრებიც გყავთ, წარმოსახვით იგივე გზას გადიხართ, რომელიც ილიამ გაიარა პეტერბურგამდე, აბარებთ უნივერსიტეტში, სწავლობთ, ამთავრებთ, ბრუნდებით სამშობლოში და იწყებთ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

 

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „ლიტერატურული თამაში“.
 

  • ილიასეული ლიტერატურული თამაში 36 ბარათისაგან შედგება.
  • მათგან 18 ბარათი შეკითხვებისაა, 18 პასუხების.
     

თამაშში მონაწილეთა რიცხვი განუსაზღვრელია. ხალისიანი და შედეგიანი განწყობისთვის კი, აუცილებელია ლიდერის შერჩევა.
 

ლიტერატურული თამაში საუკეთესო საშუალებაა განსატვირთად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში სამოგზაუროდ.

თამაშში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჯგუფის წინასწარი რეგისტრაცია.

  •  შაბათი, 17:00საათი
  •  ქ.თბილისი,გ.ჩუბინაშვილისქ, N22
  •  მონაწილეობისღირებულება: 5 ლარი

 

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - ლიტერატურული თამაში

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა