საგანმანათლებლო პროგრამა - მარკების საიდუმლო ენა

0 კომენტარი

 

ტექნოლოგიებისა და კომპიუტერის საუკუნეში ერთმანეთთან მიწერ-მოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით ხდება, მას არ სჭირდება არც კონვერტი და არც საფოსტო მარკა.

მაგრამ რაოდენ სასიამოვნოა, როცა მიღებულ წერილს საფოსტო ყუთიდან იღებ, ან ეს გზავნილი ფოსტალიონს მოაქვს.

თეთრ კონვერტს ხელით ნაწერი მისამართი და ერთი ან რამდენიმე საფოსტო მარკა ამშვენებს. ცნობებისა და წერილების გავრცელების ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს… ამ საქმეს შიკრიკები ასრულებდნენ, რომლებიც ცხენებით ან ურმებით გადაადგილდებოდნენ.


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „მარკების საიდუმლო ენა“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • საფოსტო მარკების შექმნის ისტორიას;
  • როდის და სად გამოიცა პირველი საფოსტო მარკა;
  • მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკების ისტორიას;
  • გარდა წერილის ადრესატამდე მიტანისა, კიდევ რა საიდუმლო ფუნქცია ჰქონდათ საფოსტო მარკებს;
  • პროგრამა დასრულდება სახალისო ვიქტორინით.

 

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  თბილისი, გ.ჩუბინაშვილის ქ. 22
  •  სამშაბათი, 15:00 საათი
  •  ღირებულება: 5 ლარი

 

 


 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - მარკების საიდუმლო ენა

0 კომენტარი
დან

₾5.00 - ₾5.00

ბილეთის ყიდვა