საგანმანათლებლო პროგრამა - იალქნებიდან სამოსამდე

0 კომენტარი

მილიონობით ადამიანის აზრით, მიუხედავად მისი ხანმოკლე „ბიოგრაფიისა“, ის ყველაზე მოსახერხებელ და დემოკრატიულ სამოსთა სიაშია და თავისუფლების სიმბოლოდაა აღიარებული.

კაპიტალისტური ქვეყნებიდან „რკინის ფარდაში“ შემოღწეულმა აკრძალულმა და არატრადიციულმა სამოსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს შეიძინა.

დღეს უკვე ძნელად იპოვით ადამიანს, ვის გარდერობშიც ის არ ინახება.

დიახ, ჩვენ ჯინსზე გესაუბრებით.
 

  • გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ჯინსები?
  • ვინ შექმნა ის და როდის და რატომ გახდა ასეთი მოდური?
  • როგორი ისტორიები ახლავს ჯინსების შემოსვლას საქართველოში?
  • რას უკავშირდებოდა საბჭოთა სისტემაში თავისუფლების სიმბოლოები?
     

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „იალქნებიდან სამოსამდე“.

საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
 

  • როგორ გახდა გემის იალქანი ჯინსის წინამორბედი;
  • რატომ გახდა ჯინსები თავისუფლების სიმბოლო;
  • „რკინის ფარდის“ ისტორიები და თავისუფლების მნიშვნელობა.
  •  

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

 

  •  მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15.
  •  ხანგრძლივობა: 90 წუთი
  •  სამშაბათი,15:00საათი
  •  ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ. N2
  •  ღირებულება: 5 ლარი
     

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - იალქნებიდან სამოსამდე

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა