საგანმანათლებლო პროგრამა - საიდუმლო წერილები

0 კომენტარი

უნდა ვაღიაროთ, რომ უცხო ადამიანების პირადი წერილები ფრიად ამაღელვებელია და თუ ისინი ამ ადამიანების ცხოვრებისეული ფაქტების ამსახველია და არა ჭორი, მაშინ გულგრილად დარჩენა შეუძლებელია.

 

„უწყინარი“ შინაარსის წერილების წაკითხვა პრობლემა არ არის და მისი შინაარსიც არ არის საიდუმლო. მაგრამ არის წერილები, რომელთა შინაარსიც საიდუმლოა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, ასეთ წერილებს საიდუმლო შრიფტით წერენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისში ჩამოყალიბდა არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“, რომელთა წევრებმაც თავად მოიგონეს საიდუმლო წერილების წერის მეთოდი…


თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „საიდუმლო წერილები“.


საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსია მუზეუმში.

ექსკურსიის შემდეგ კი, მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:

 

  • არალეგალური ორგანიზაცია ,,გორგასლიანის“ შექმნის ისტორიას, წევრებსა და მათ საქმიანობას;
  • ორგანიზაციის მიერ გამოყენებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გასაიდუმლოებულ მეთოდებს;
  • მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად დაეუფლონ საიდუმლო წერილების წერის ტექნიკას.

 

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.

  • მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
  • ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • სამშაბათი, 15:00 საათი
  • თბილისი, ზანდუკელის ქ.1
  • ღირებულება: 5 ლარი

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

საგანმანათლებლო პროგრამა - საიდუმლო წერილები

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა