კომპანიის შესახებ

კომპანია გურუ გთავაზობთ პროფესიონალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის ობიექტის ავტომატიზაცია. მათ შორის - კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სტადიონები, მუზეუმები, ტურისტული ობიექტები, და სხვა კულტ-მასობრივი ობიექტები.

ვის ვემსახურებით:

ტურისტული ობიექტები

კინოთეატრები და თეატრები

საკონცერტო დარბაზები და სტადიონები

გამაჯანსაღებელი ცენტრები

სატრენაჟორო დარბაზები

სხვადასხვა ტიპის ობიექტები

უპირატესობები:

3 პროგრამა მუშაობს 3 ქვეყანაში
ემსახურება 100-ზე მეტ ობიექტს
თვეში მილიონზე მეტი ბილეთი
ინდივიდუალური მიდგომა
მომგებიანი მომსახურეობის ტარიფები
სხვა სისტემებთან ინტეგრაცია
ავტომატიზაციის ნებისმიერი დომე
ყველა სახის ინფორმაცია მისაწვდომია LIVE რეჟიმში
სისტემა არის სტაბილური და დაცული ნებისმიერი კიბერშეტევისგან
ტექ.მხარდაჭერა 24.7

შესაძლებლობები

შესაძლებლობები

სალაროს ავტომატიზაცია გაყიდვების, დაჯავშნის და ბილეთების ბეჭდვის ფუნქციონალით. 12 ტიპის ანგარიში, ინტერგრაცია ფისკალურ რეგისტრატორებთან. ეს სისტემა ბაზარზე არსებულ ანალოგებთან მრავალი უპირატესობით სარგებლობს, მათ შორის იმით, რომ პროგრამით სალაროს ავტომატიზირებული მუშაობა შესაძლებელია ლოკალურად ინტერნეტის გარეშე. სისტემას აქვს API სხვა ბილეთების ოპერატორების ჩასართველად.

ვიჯეტი და ინტერნეტ გაყიდვები

ბილეთების გაყიდვა გამარტივებულია: კომპანია გურუ- კლიენტ კომპანიებს სთავაზობს ვიჯეტის განთავსებას თავიანთ ვებ-გვერდზე, სოციალური პლატფორმის გვერდებზე, რომელსაც ექნება გარკვეული ყიდვის ღილაკის/ბლოკის ფორმა. სისტემა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ორგანიზატორ კომპანიის უმოკლეს ვადებში განახორციელოს ბილეთების რეალიზაცია და გაანაწილოს კვოტები ბილეთების ოპერატორებზე. საბოლოოდ ყველა გაყიდვის არხი ერთი ბილეთების სივრცეშია მოქცეული API ინტეგრაციის შემთხვევაში.

დაშვების სისტემის კონტროლი

კომფორტული შესვლის კონტროლი სმარტფონების ან პლანშეტური სკანერების (IOS, Android) მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში დაშვების სისტემა ტურნიკეტების საშუალებით კონტროლდება. დაშვების სისტემის კონტროლის სისტემა ითვალისწინებს პროგრამა Ticket Buffer-ს, რომელიც აძლევს საშუალებას ნებისმიერი სახის დაშვების სისტემის Hardware-ს (ტურნიკეტი, შლაგბაუმი, კარები) პროგრამულად კონტროლს.

თვითმომსახურეობის ტერმინალი

თვითმომსახურეობის ტერმინალი საშუალებას აძლევს ორგანიზატორ კომპანიებს დამატებითი გაყიდვის არხი შექმნან და ამით გააუმჯობესონ სერვისი. გადახდა ხორციელდება ბანკის ბარათით ჩეკის და ბილეთების დაბეჭდვის ფუნქციონალით.