ნინოსხევის ჩანჩქერი (გურგენიანი)

0 კომენტარი

მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი.

 

გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.

 

ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

 

  • მანძილი: 9 კმ.
  • ხანგრძლივობა: 4-6 სთ.
  • მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო.
  • სირთულე: რთული, ალაგ-ალაგ ციცაბო და ვიწრო ბილიკები. 
  • მთავარი ღირსშესანიშნაობა: ნინოსხევის ჩანჩქერი.
  • მარკირება: ლურჯი და თეთრი

 

მარშრუტი იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად.

 

ფასი:

  • კერძო გიდი დღიურად 100 ლ.
  • ცხენი დღიურად 100 ლ.
  • საძილე ტომარა დღიურად 8 ლ.
  • პარალონი დღიურად 5.
  • საკარვე ადგილი ერთ კაცზე დღიურად 8 ლ.

 

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

ნინოსხევის ჩანჩქერი (გურგენიანი)

0 კომენტარი
დან

₾0.00 - ₾0.00

ბილეთის ყიდვა