მეღვინეობა ხარება ქართული ნაციონალური ღვინის ტური

0 კომენტარი

ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი - გვირაბი. გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, იგი 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა და ამჟამად „მეღვინეობა ხარება“-ს ღვინის საცავს წარმოადგენს.

 

აქ რამდენიმე ათეული წელი ინახებოდა კახეთის რეგიონის საუკეთესო ღვინოები. მასში მთელი წლის მანძილზე შენარჩუნებულია ბუნებრივი ტემერატურა 12-14 C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 70%-ს შეადგენს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის.

 

სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარება“-ს 40-ზე მეტი დასახელების ღვინო, გამოხადონ ჭაჭა, გამოაცხონ პური, ამოავლონ ჩურჩხელა, შეწვან მწვადი, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

 

ქართული ნაციონალური ღვინის ტურში შედის:

 

  • 4 დასახელების ქვევრის ღვინის დეგუსტაცია
  • ხინკლის მოხვევა
  • თონეში პურის გამოცხობა
  • ჩურჩხელის ამოვლება
  • მწვადის შეწვა
  • ხაჭაპურის ცხობა

 

ფასი –  55 ლარი

 

ტურში არსებული ღონისძიებების  გარდა, შეგიძლიათ ყიდვის პროცესში დამატებით შეიძინოთ სასურველი აქტივობები

კონტაქტი

რუკაზე ნახვა

0 კომენტარი

კომენტარის დაწერა

მეღვინეობა ხარება ქართული ნაციონალური ღვინის ტური

0 კომენტარი
დან

₾55.00 - ₾55.00

ბილეთის ყიდვა